რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის მოვლენების გამო სამხედრო ნაწილს, რომელიც რუსეთის დასავლეთ რეგიონშია დისლოცირებული, საზღართან დამატებითი ძალები შეუერთდნენ.

 

სამხედრო ნაწილის გადაჯგუფების თარიღი, ასევე მათი განლაგების ადგილი, პესკოვს არ დაუკონკრეტებია.

 

“უკრაინის საზღვართან ჯარის არის, ერთი ნაწილი იქ არის დისლოცირებული, მეორე კი მათ გასაძლიერებლადაა გაგზავნილი, იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც უკრაინაში ხდება, ქვეყანაში, სადაც ცორა ხნის წინ სამხედრო გადატრიალება მოხდა”, - განაცხადა პესკოვმა.

 

მისივე თქმით, რუსეთი სუვერენული სახელმწიფოა და ამიტომ თავისუფალია გადაწყვეტილებაში, სად და რა რაოდენობის სამხედროების დისლოკაცია განახორციელოს საკუთარ ტერიტორიაზე.

 

ამასთან, პესკოვის მტკიცებით, უკრაინის აღმოსავლეთით რუსეთის შეიარაღებული ძალები არ იმყოფება.