ბაქოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ქართველი სტუმრების საპატივცემულოდ ღვთისმსახურმა აღდგომის ღამეს ლოცვა ქართულად აღავლინა. სასულიერო პირმა ტაძარში მყოფ ქართველ მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ქართულად მიულოცა. ლოცვასთან ერთად ტაძარში ქართული საგალობლებიც შესრულდა.