გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სუიციდის ფაქტი მოხდა. როგორც “ნიუპოსტს” სოფლის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, 68 წლის მამაკაცმა თავი საკუთარ სახლში ჩამოიხრჩო. მეზობლების განმარტებით, გარდაცვლილი თვითმკვლელობამდე, რამოდენიმე საათით ადრე, მეუღლის საფლავზე იმყოფებოდა, სახლში დაბრუნების შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო.