ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, ჰომოსექსუალების დაჩაგვრის მომხრე ნამდვილად არ არის, თუმცა არსებობს სფეროები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული ამ ტიპის პროპაგანდისგან.


აღნიშნულთან დაკავშირებით ბაღათურიამ გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა.


„ჩემი პოზიცია ასეთია, ადამიანი არცერთი ნიშნით არ უნდა დაიჩაგროს. იმის გამო, რომ ადამიანი ჰომოსექსუალია, თუ ის ტრაქტორისტია და დაზგასთან დგას, სამსახურიდან არავინ უნდა გააგდონ, არც ავტობუსიდან უნდა ჩამოაგდონ, ჩვენ ასეთი დაჩაგვრის მომხრე არ ვართ, თუმცა არსებობს დაცული სფეროები, სადაც მათი მუშაობა არ შეიძლება. ეს არის საბავშვო ბაღები, სკოლები, პოლიცია, თავდაცვის სისტემა - არმია და პენიტენციალური სისტემა, სადაც პატიმრები სრულიად დაუცველები არიან - აი ამ სფეროების გარდა, ადამიანები არიან და ბევრ ადგილას შეუძლიათ მუშაობა. ეს სფეროები სრულიად უნდა იყოს დაცული ამ ტიპის პროპაგანდისაგან,“ - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.