შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, „პირველად ხდება, რომ შიდა აფხაზურ კონფლიქტში აფხაზებს საქართველოს თემით სპეკულირების საშუალება არ აქვთ, რაც ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგია“.

 

„პირველად შიდა აფხაზურ კონფლიტში, აფხაზები ვერ იყენებენ საქართველოს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია. ისე მოვახერხეთ ჩვენი პოლიტიკის წარმართვა, რომ აფხაზებს საშუალებას არ ვაძლევთ, საქართველოს თემით ისპეკულირონ. ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიჭერთ, არცერთი პოლიტიკური ძალის, რომელიც იქ დღეს დაპირისპირებულია. ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე მათგანის უკან ვდგავართ. უკვე მკაფიოდ გამოჩნდა საოკუპაციო ძალის ჩართულობა“,- აღნიშნა ზაქარეიშვილმა.