„ხელისუფლებას შარშანდელი 2 ივნისის აქციისთვის ყურადღება რომ მიექცია, ბიოთი და ფსიქოტროპული ნივთიერებებით გარდაცვლილთა რაოდენობა ამხელა არ იქნებოდა“, - განაცხადა მსახიობმა ჯაბა კილაძემ მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე.

„პროპაგანდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, უბრალოდ ეს არის ნებაყოფლობითი. ამაზე არ უნდა იყოს 11 ან თუნდაც 6 წელი, ვგულისხმობ მოხმარებას და არა რეალიზაციას. ძალიან ბევრი ადამიანი ჯოჯოხეთურ პირობებში ხვდება მხოლოდ იმიტომ, რომ მარიხუანა მოწია. მთავრობა ვალდებულია, მოუსმინოს ხალხს. შარშან უფრო მეტი ყურადღება რომ მიექცია ანალოგიური აქციისთვის, ე.წ. ბიოთი და ფსიქოტროპული ნივთიერებებით გარდაცვლილთა რიცხვი ამხელა არ იქნებოდა“- აღნიშნა მან.