პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს მოქალქეებს ურჩევს, „მოუსმინონ ყველას, თუმცა დაუჯერონ საკუთარი სინდისის ხმას“.

 

 

ასე უპასუხა უსუფაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ „გაქრობასთან“ დაკავშირებით.

 

 

„არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა. ყველას ვუსურვებ, ჩამოყალიბდეს მშვიდად და გააკეთოს პირადი, საკუთარი არჩევანი, მოუსმინოს ყველას, მაგრამ დაუჯეროს მხოლოდ საკუთარი სინდისის ხმას. ასეთ შემთხვევაში მე მაქვს ეჭვი, ვინ გაიმარჯვებს, თუმცა ამაზე ორშაბათს ვისაუბროთ“-განაცხადა უსუფაშვილმა.