უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო (MOH) დონეცკის რეგიონში დაპირისპირებების შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობას აქვეყნებს.

 

 

ამის შესახებ ინფორმაციას «Новости Донбасса» ავრცელებს.

 

 

სააგენტოს ცნობით, დაპირისპირების შედეგად 220 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 18 წლამდე ორი ბავშვი. სამედიცინო დახმარების მიღების თხოვნით საავადმყოფოს 1200 ადამიანზე მეტმა მიმართა.

 

 

სტაციონალური მკურნალობა გაიარა 150-მა ადამიანმა, რომელთა შორისაც ერთი 14 წლის ბავშვია. ძალადობრივი შეტაკებები დონეცკის რეგიონში 2014 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო.

 

 

უკრაინელი სამხედროები ცდილობენ გაათავისუფლონ რუსი სეპარატისტების მიერ დაკავებული ტერიტორიები, რომლებიც მათ იარაღის ძალით აიღეს.

 

 

წინააღმდეგობის გაწევის მთავარი ცენტრი სლავიანსკია.

 

 

აქამდე ოფიციალური მონაცემები აღმოსავლეთ უკრაინაში დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ არ ვრცელდებოდა. უკრაინის უშიშროების ძალებისა და სეპარატისტების მიერ დასახელებული რიცხვები კი ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებოდა.