"იტარ ტასის" ინფორმაციით თურქეთის ყოფილ პრეზიდენტს 96 წლის ქენან ევრენსა და სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდლის, 88 წლის ტაჩინ შახინკაის 1980 წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმის ბრალდებით, სასამართლოს გადაწყვტილებით სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ.

 

 

ანკარის მეათე სისხლის სამართლის სასამართლომ "ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში" დამნაშავეებად ცნო.

 

 

შეგახსენებთ, რომ გენერალი ქენან ევრენი სათავეში ედგა პუტჩისტურ ამბოხს, რომლის შედეგადაც 1983 წლის იმ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, სადაც დაშვებულნი იყვნენ მხოლოდ ხუნტის –მაშინდელი ქვეყნის უშიშროების სამხედრო–ეროვნული საბჭოს მიერ დამტკიცებული პარტიები.

 

 

გადატრიალების შემდეგ საპატიმროებში მოხვდა ნახევარ მილიონამდე ადამიანი, რომელთაგან მრავალი აწამეს, ბევრიც დაასახიჩრეს და დახოცეს, ყოველგვარი სასამართლოსა და გამოძიების გარეშე.

 

 

სამშობლოს ორი მოღალატე ბრალდებულია თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში და კანონიერი ხელისუფლების დამხობაში.

 

 

სწორედ ეს ორი მოხუცია დღეს ცოცხლად დარჩენილი იმდროინდელი გადატრიალების ორგანიზატორთაგან.