საპარლამენტო უცირესოსბის წევრმა დავით ბაქრაძემ, საკუთარი არჩევანი, ოჯახის წევრებთან ერთად დააფიქსირა. არჩევანის გაკეთების შემდეგ, მან ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და გიგი უგულავას დაკავებაზე ისაუბრა. საპარლამენტო ოპოზიცია კიდევ ერთხელ მოუწოდეს საკუთარ ამომრჩეველს აქტიურობისკენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა ,ძალიან მტკიცე განწყობით, იმისთვის, რომ ბევრ სხვა რამესთან ერთად, უარი უთხრას დაპირისპირებას, უარი უთხრას დაპატიმრებების და სიძულვილის პოლიტიკას და ყველამ ერთად ამ არჩევნებით გადავდგათ ნაბიჯი გამთლიანებისკენ, დამშვიდებისკენ, იმისთვის რომ ამ ქვეყანაში მთვარი იყოს ხალხისთვის გაკეთებული საქმე და არა ერთმანეთთან დაპირისპირება“- აღნიშნა ბაქრაძემ.