ქარელის რაიონში შუა ხნის მამაკაცმა თავი საკუთარ ეზოში ჩამოიხრჩო.

 

 

შემთხვევა სოფელ ურბნისში მოხდა.

 

 

როგორც ადგილობრივები „ნიუპოსტთან“ საუბარში აცხადებენ, გ.კ. გუშინ, გვიან ღამით სახლში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, შემდგომ სახლი დატოვა და მოგვიანებით მეუღლემ ის ეზოში ჩამომხრჩვალი ნახა.

 

 

ადგილობრივებისთვის მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.