რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაღებაზე მყოფ TV 3-ის ოპერატორს წუხელ გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის ახლობლებმა კამერა დაუმტვრიეს.

"გარედან საერთო კადრებს ვიღებდი და ნუ მთხოვეს, ნუ იღებო. ამის შემდეგ ჩემსკენ დაახლოებით 30 კაცი გამოიწია. როდესაც ეს სიტუაცია განეიტრალდა, ვიკითხე ჩემი კამერა სად არისთქო, პოლიციელებმა მითხრეს, სადაც დადე იქ არისო, მივედი და კამერა დამტვრეული დამხვდა", - განაცხადა თV 3-ის ოპერატორმა.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, შემთხვევა გარდაცვლილის საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ტყვია აქვს ნასროლი.