2014 წლის ნოემბერში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის სებასტიან კურცის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

 


პრემიერმა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიელ დიპლომატსსაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში ავსტრიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

 


მხარეებმა პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

 


შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა ავსტრია-საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მნიშვნელობა, რომელიც თბილისში სებასტიან კურცის ვიზიტის პარალელურად იმართება.