გორის რაიონის სოფელ ორთაშენში მამაკაცმა საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს.

 

 

როგორ ,,ნიუპოსტს“ ადგილობრივებმა აცნობეს, ნ.ხ. ოჯახის წევრებმა საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში, თოკზე ჩამომხრჩვალი ნახეს. ადგილობრივების თქმით, მამაკაცის სუიციდის მიზეზი, სავარაუდოდ, ოჯახში არსებული კონფლიქტი გახდა, მათი თქმით, ნ.ხ-ს კონფლიქტი ძირითადად შვილებთან ჰქონდა.

 

 

შემთხვვა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგდა, რომელსაც მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.