საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლია ალასანიას შეხვდა.

 


შეხვედრისას მათ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს და თავდაცვის სამინისტროში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება და სასამართლო პროცესი ობიექტურად წარიმართება.

 


ირაკლი ალასანიამ გიორგი მარგველაშვილს იმ პროექტებთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა განხორციელება თავდაცვის სამინისტროში დაწყებულია და მომავალშიც გაგრძელდება. მათი თქმით, თავდაცვის სფეროს განვითარება იმ ეროვნულ კურსს უკავშირდება, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ აირჩია და ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ წაიყვანს.

 


როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, იგი იმედოვნებს, რომ საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს იმ წარმატებებს, რომლებსაც თავდაცვის სამინისტრომ ბოლო წლებში მიაღწია.

 


გიორგი მარგველაშვილმა და ირაკლი ალასანიამ ასევე პროდასავლური პოლიტიკური ძალების გაძლერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.