შემოსავლების სამსახურმა 350 ცალი მობილური ტელეფონი გაფორმების ეკონომიკურ ზონაში "აეროპორტი" შეაჩერა.

 

"21 ნოემბერს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს გაფორმების ეკონომიკური ზონის, "აეროპორტის", თანამშრომლებმა, 4 ნოემბერს საქონლის დროებითი შენახვის განაცხადით წარმოდგენილი საქონლის ნაწილის გაფორმების პროცედურები 10 სამუშაო დღით შეაჩერეს. კერძოდ, კომპანიას საქართველოში შემოჰქონდა 350 ცალი (2.030,00 აშშ დოლარის ღირებულების) მობილური ტელეფონი სასაქონლო ნიშნით SAMSUNG, რომელიც, სავარაუდოდ, წარმოებულია სასაქონლო ნიშანზე უფლების მფლობელის უფლებების დარღვევით",-აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, "ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მოხდა საქონლის გაფორმების პროცედურების შეჩერება. ინფორმაცია საქონლის შეჩერების შესახებ ეცნობა სასაქონლო ნიშნისა და საქონლის მფლობელებს.