თბილისის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები 3 დეკემბერს გამოვლინდა.

 

 

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის გეგი ნიჟარაძის ინფორმაციით, მორიგი ინსპექტირების დროს, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, ლილოს დასახლებაში დააკავეს ორი მიკროავტობუსი, რომელსაც უკანონოდ მოჭრილი 5 კუბური მეტრის ოდენობის წიფლის დაჭრილი მორები გადაჰქონდა. მიკროავტობუსები დააკავეს, ასევე, ლისის ტბის დასახლებასა და გლდანში. ჯამში, გასულ ღამეს ინსპექტირებისას ზედამხედველობის სამსახურმა 13 კუბური მეტრის ოდენობის უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღეს.

 

 

ავტომანქანის მძღოლები ადმინისტრაციული წესით - 500 ლარის ოდენობის ჯარიმით დაჯარიმდნენ, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე ჩამოერთვათ და ის თბილისის მუნიციპალიტეტებს გადაეცემა.