თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა გოგონა, რომელმაც მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ოჯახთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

ქუჩის მცხოვრებლები ინტერესდებიან, თუ რა უნდოდა 15 წლის გოგონას ღამის 02:00 საათზე 35 წლის მამაკაცთან.

„ისე, იმ გოგოს რა უნდოდა, ღამის 2 საათზე გარეთ? 35 წლის კაცს რომ მიჰყვებოდა შუაღამისას, სად მიჰყვებოდა?! ან მშობელი სად ჰყავდა, გააჩენენ კურდღლებივით შვილებს და მერე მიუშვებენ, - რაც გინდათ ის აკეთეთო! 15 წლის გოგო ღამის 2 საათზე რომ გარეთ დადის, პირველ რიგში დედ-მამაა დასაჭრი!“, - ამბობს „კვირის პალიტრასთან“ საუბარში ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები

რაც შეეხება კითხვას თუ რად უნდოდა გოგონას დანა, ხუდადოვის მცხოვრებლები ამბობენ, რომ „გოგონას გათხოვება-დაშორებისგან დეპრესია ჰქონდა და დანას ატარებდა. “

"ის კაცი ძნელად წარმოიდგენდა, რომ ამ პატარა გოგოს დანა ექნებოდა! ეს პატარა გოგო ის გაამწარა, როგორც ჩანს, რომ დანა რამდენჯერმე დაარტყა, დანაგაყრილმა კაცმა ასი მეტრის იქით გავლა ვეღარ შეძლო და შუკაში ჩამოიარა თუ არა, პირდაპირ ცენტრალური ქუჩის პირზე დაეცა", - ამბობს ქუჩის მცხოვრები.

შემთხვევა ხუდადოვის ქუჩაძე 15 დეკემბერს, გვიან ღამით მოხდა. არასრულწლოვანმა გოგონამ 35 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.