თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, N13-ში მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი ექსპრესცენტრი დააყაჩაღეს.

 

 

ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთი შეიარაღებული ნიღბიანი პირი ფილიალში გამთენიისას შეიჭრა და გარკვეული თანხის წაღება მოახერხა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, თანხა მცირე რაოდენობის უნდა იყოს, თუმცა ზუსტი ოდენობა უცნობია.

 

 

ბანკის წარმომადგენლების განცხადებით, ფილიალს დაცვის სამსახური იცავს და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დროული რეაგირება მოახდინეს.

 

 

აღნიშნული ფაქტი MediaMall.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საქმე აღძრულია 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.