"ერთადერთ ვერსიას, რომელსაც ჩემთვის განვიხილავ, გახლავთ ის, რომ ბატონი იური ვაზაგაშვილი მოკლეს იმ ადამიანებმა, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციაში,"- აცხადებს ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი ირმა ჭკადუა for.ge-სთან საუბრისას.

 

ადვოკატის თქმით, იური ვაზაგაშვილის საქმეში არის ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ირმა ჭკადუა ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს.

„ ეს არის უთულესი საქმე. სიჩქარე ამ საქმისთვის არ არის კარგი, სიჩქარეში შეიძლება მნიშვნელოვანი დეტალი გაეპაროთ, ან არ იქნას სრულყოფილად გამოძიებული. საგამოძიებო ორგანოებს იმდენი ვადა და შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, სანამ არ გახსნიან საქმეს. საქმეს გახსნა არ შეიძლება ზერელე იყოს. ყველა მათი განცხადება არგუმენტებით უნდა იქნას გაჯერებული. გეტყვით, რომ საქმეში არის სიახლეები, ამასთანავე, არის ნათელი წერტილები. იმედს ვიტოვებ, რომ ამ საქმეს გახსნიან,"- აცხადებს ჭკადუა.