"საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ცენტრზე მომხდარი შეიარაღებული ძარცვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე 179-ე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ადასტურებს. სოფო ბალავაძის თქმით, ბანკის ექსპრეს-ცენტრში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა და გარკვეული თანხის გატაცება მოახერხა.

 

 

"თავდასხმა "საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრზე მუხიანში მოხდა დილის საათებში. თავდასხმაში მონაწილეობდა ერთი ადამიანი, შენიღბული, შეიარაღებული. არავინ დაშავებულა ამ თავდასხმის დროს. სერვის-ცენტრს ჰყავს დაცვის სამსახური, რომელმაც მაქსიმალურად შეუშალა ხელი თავდამსხმელს. წაღებული თანხის რაოდენობას ვადგეთ", - განაცხადა რუსთავი2-თან სატელეფონო საუბარში სოფო ბალავაძემ.