მარტვილის რაიონში მცხოვრებმა მამაკაცმა,  ბანკის გადაუხდელი ვალების გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მას სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მიენიჭა, შესაბამისად ვერ მიიღო სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილი 2008 წლიდან ითხოვდა სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღებას, თუმცა არასაკმარისი ქულების გამო მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.