ბათუმში ორსული ქალის გარდაცვალების ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო ადგილზე სწავლობს. ამის შესახებ მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

 

„რაც შეეხება ორსულის გარდაცვალებას, ეს ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრ კონტროლზე ჰყავს აყვანილი. ბათუმში უკვე ჩასულები არიან სამინისტროდან რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები და საქმის შესწავლა უკვე დაწყებულია“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

 

29 წლის მაია ვერძაძე დღეს ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ორსული ქალი სამშობიარო სახლში მაღალი წნევის გამო რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

 

 

როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ისინი საკეისრო კვეთას ითხოვდნენ, რაზეც ექიმებმა უარი თქვეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი პაციენტს 2 ოპერაცია ჩაუტარდა.

 

 

ახალშობილი მკვდარი დაიბადა. მძიმე მდგიმარეობაში მყოფი ქალბატონი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის დღეს დილით ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა.