პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის ინფორმაციით, მოხსენებაში განხილული იქნება საგარეო თუ საშინაო საკითხებთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი თემები.

 

 

 

„მოხსენებაში განხილული იქნება საგარეო თუ საშინაო საკითხებთან დაკავშირებული ისეთი უმნიშვნელოვანესი თემები, როგორიცაა, მაგალითად საგარეო და უშიშროების პოლიტიკა, ეკონომიკის პრობლემები. ასევე თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და პრობლემური საკითხები. მოხსენებაში საუბარი იქნება ინსტიტუციურ თემატიკაზე. ინსტიტუტების გაძლიერების, დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებების და სხვადასხვა ინსტიტუციური რეფორმების საკითხები. მოხსენების ძირითადი საკითხები ჩვენს მიერ გავლილია და მასზე შესაბამისი ურთიერთობა გვქონდა პროფესიულ და საექსპერტო წრეებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. აქედან გამომდინარე, 31 მარტს 13:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება“, - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.