სირიაში მებრძოლი თარხან ბათირაშვილის გარდაცვალებას მისი ნათესავები არ ადასტურებენ.

 

როგორც ბათირაშვილის ბიძაშვილმა, იდილხან ბათირაშვილმა გადაცემა "იმედის კვირა"-ს განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მედიას მოუწოდებს, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს.

 

რაც შეეხება კითხვას, დაუკავშორდა თუ არა თარხან ბათირაშვილი ოჯახს, ბიძაშვილი ამბობს რომ ის არ გამოდის კონტაქტზე, რადგან პრობლემები არ შეუქმნას.