კასპის რაიონის სოფელ ნიაბში, 43 წლის ტრისტან შ. საკუთარ საცხოვრებელ ბინის აივანზე გარდაცვლილი მეზობლებმა ნახეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

 

პირველადი ვერსიით, გარდაცვალების ფაქტი თვითმკვლელობას უკავშირდება, რადგან გარდაცვლილს კისერზე თოკი ჰქონდა გაკეთებული.

 

ოჯახის ახლობლებს თვითმკვლელობის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი უჭირთ. გარდაცვლილს სახლში მოხუცებული დედა, მეუღლე და 5 შვილი, მათ შორის, მცირეწლოვანი ტყუპები დარჩა.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.