შემზარავი ტრაგედია მოხდა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, 3 წლის ემიგრანტი, ნიკოლოზი მე-5 სართულიდან გადავარდა.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდა, თუმცა პატარა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

როგორც „კვირას“ საბერძნეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა განუცხადა, შემთხვევის დროს სახლში დედა და კიდევ მისი ორი შვილი იყვნენ.

 

ბავშვები სახლში თამაშობდნენ, რა დროსაც ნიკოლოზი აივანზე გავიდა და გადავარდა. შემთხვევა ათენში, გუშინ საღამოს მოხდა.