ყაჩაღური თავდასხმებისთვის ესპანეთში საქართველოს 38 მოქალაქე დააკავეს.

 

ესპანელი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულები ერთი დაჯგუფების წევრები არიან, თუმცა მცირე ჯგუფებად ესპანეთის სამ ქალაქში - მადრიდში, ვალენსიასა და კასტელანოში მოქმედებდნენ.

 

სპეცოპერაცია, სახელწოდებით vuelco-ს დროს, რაც ქართულად "გარდამტეხს" ნიშნავს, დაკავებულებს, გამოძიების ინფორმაციით, ოფიციალურად ცნობილი 32 დანაშაული აქვთ ჩადენილი.

 

საუბარია სახლებისა და ოფისების დაყაჩაღებაზე. ნაქურდალი ნივთების კი საქართველოში იგზავნებოდა.

 

ესპანეთში ქართველების დაკავების შესახებ ინფორმაცია უკვე აქვთ საქართველოს საელჩოში.

 

ესპანეთში საქართველოს ელჩი, ზურაბ პოლოლიკაშვილი, კურიერთან ადასტურებს, რომ ქართველების მასშტაბური აყვანის შესახებ ცნობები მიიღეს, თუმცა დეტალები მათთვის ჯერჯერობით უცნობია.