გმირთა მოედანზე ცოტა ხნის წინ ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა. შემთხვევა გმირთა მოედნიდან ზოოპარკის მიმართულებით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მილს სავარაუდოდ ხე დაეცა. შემთხვევის ადგილზე მიიღეს საგანგებო ზომები.

 

გადაიკეტა მილის მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე გამოიძახეს შესაბამისი სამსახურები. "კურიერის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაზიანება ლოკალიზებულია და საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

 

ადგილზე იმყოფება დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაც.