პატიმრები ციხეებში ახალი პრინციპით გადანაწილდებიან. იქნება მსჯავრდებულთა ოთხი კატეგორია. ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რისკების გათვალისწინებით განთავსდებიან.

 

 

მას შემდეგ, რაც სპეციალური ჯგუფი პირისგან მოსალოდნელ რისკს განსაზღვრავს, პატიმარი ნახევრად ღია, დახურულ, დაბალი ან მაღალი რისკის დაწესებულებაში მოხვდება. მათ შორის იქნება დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულებზე გათვალისწინებული მე-16 დაწესებულება, რომელიც დღეს ,,მოამბისთვის” გაიღო.