ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ქალაქის შესასვლელში, მე-7 კილომეტრის წყალგამყოფ ხიდთან ერთმანეთს საპირისპირო მხრიდან მოძრავი 06-ის მარკის ავტომანქანა და სატვირთო მიკროავტობუსი შეეჯახნენ.


ავარიის შედეგად 06-ის მარკის ავტომანქანის მძღოლი, 49 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. იგი ახალციხის მკვიდრია. მიკროავტობუსში მსხდომ პირებს კი დაზიანებები არ მიუღიათ. შემთხვევა გუშინ მოხდა.


ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები. გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

"თაიმერი"