ბათუმში ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა. შემთხვევა ბარცხანას დასახლებაში მოხდა.

 

თვითმხილველთა თქმით, დაახლოებით 50 წლამდე მამაკაცი, გზის ერთი სავალი ნაწილიდან მეორეზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

 

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.