სასულიერო პირის ავტომანქანაზე თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ გორის რაიონის სოფელ ვარიანში ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მამა გრიგოლმა (გოგიჩაძემ) აცნობა. ინფორმაციას შს სამინისტროს პრესცენტრის წარმომადგენელი ადასტურებს.

 

დაკავებულს, რომელზეც სასულიერო პირი თავიდანვე საუბრობდა, სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით, გირაო 2 000 ლარი მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა შეუფარდა. პროკურატურა 4 ათას ლარს ითხოვდა. დაკავებული ფაქტს არ აღიარებს.

 

გამოძიების დასრულებას სამართალდაცმავები 9 თვე მოუნდნენ. ინციდენტი 2015 წლის 8 იანვარს საღამოს, დაახლოებით 9 საათზე, გორის რაიონის სოფელ ვარიანში მოხდა. საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ სასულიერო პირის დააზიანეს. ჩაამსხვრიეს მინები. მანქანას ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები გვერდით ფანჯრებზე და კარებზეც აღენიშნებოდა.

 

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტიკებმა დავარდნილი მობილური ტელეფონი იპოვეს და ეჭვი თავიდანვე მის მფლობელზე აიღეს.

 

"ვიდრე ზემდგომმა ინსტანციებმა რეაგირება არ მოახდინეს, ადგილობრივი სტრუქტურები არც კი დაინტერესებულა. არც ადგილობრივი პოლიცია იძიებდა საქმეს. ეს იმიტომ, რომ ამ ფაქტის უკან ადგილობრივი მაღალჩინოსნები და მაღალი იერარქიის ადგილობრივი სასულიერი პირები დგანან. სწორედ, ისინი ავრცელებდნენ ხმებს, რომ თითქოს მანქანის დამტვრევა მე მოვახდინე. არ არის გამორიცხული ამჯერად აგრესია კვლავ წამოვიდეს. დამიწვეს ფერმა, დამიწვეს სახლი, დამიმტვრიეს მანქანა.. საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს", - აცხადებს მამა გრიგოლი.

 

დაზარალებული სასულიერო პირი აცხადებს, რომ პროკურატურა დამკვეთების შესახებ უნდა დაინტერესდეს.

 

"ის ვინც ამ ფაქტების უკან დგას, ისინი უნდა გამოაშკარავდეს და რა ზიანიც მომაყენეს ამდენი წლების განმავლობაში, აანაზღაურებინოს. ისინი არ გაჩერდებიან", - დასძენს სასულიერო პირი და გვპირდება, რომ ყველა იმ მასალას გადმოგვცემს, რაც ადგილობრივი სასულიერო პირების ბიზნესსაქმიანობას ეხება.

 

"ჩემი მეურნეობა აღიზიანებთ და მალე ყველა ნახავს იმ ბიზნესებს, რომლების უკანაც ისინი დგანან, ვინც მე მებრძვის. რამდენიმე დღის წინ 500 ლარით იმიტომ დამაჯარიმეს, რომ ჩემ ნაკვეთში, სადაც კომბოსტო მომყავს, წყალი შედიოდა. ვიღაცამ სპეციალურად რუს წყალი გადაუშვა და წყალმომარაგების კომპანიამ უნებართვოდ მორწყვის გამო დამაჯარიმა", - აცხადებს მამა გრიგოლი.