საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან ხუთი წლის მიგრანტი გოგონა დაიღუპა.

 

 

 

BBC -ის ცნობით, 14 ადამიანი კი დაკარგულია. 

 

 

 

უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მიგრანტები თურქეთიდან საბერძნეთამდე ნავით ცდილობდნენ ჩასვლას.

 

 

 

საბერძნეთის სანაპირო დაცვის ცნობით, ნავში დაახლოებით 30 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპული მცირეწლოვანი სირიიდანაა.