რუსთავში, შარტავას გამზირზე, ბიბლიოთეკის წინ, წუხელ, დაახლოებით 22:30 საათზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

 

"მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

 

დაშავებული "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, თუმცა როგორც საავადმყოფოში განაცხადეს, 56 წლის ვ.კ. მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზე გარდაცვლილა. 

 

 

 

"ინფო რუსთავი"