ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სოფელ ჯურუყვეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
მაღალი სიჩაქრით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

 

ინფორმაციას ამის შესახებ "ნიუპოსტი" ავრცელებს.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილთ მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.