რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე მამაკაცს მიკროავტობუსი დაეჯახა ავარიის შედეგად 70 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

 

როგორც თვითმხილველი ამბობს: "მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ბორდიურზე იჯდა. მიუხედავად ახალგაზრდების დაჟინებული თხოვნისა რომ გზიდან გადასულიყო, მამაკაცი მაინც არ ადგა, მოგვიანებით კი ეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა".

 

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მივიდნენ. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. 

 

 

"ინფო რუსთავი"