შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს და ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 18 პირი: 1987 წელს დაბადებული ანდრო კ, 1980 წელს დაბადებული თეიმურაზ კ, 1992 წელს დაბადებული ვახტანგ ქ, 1980 წელს დაბადებული ანდრო ც, 1992 წელს დაბადებული ტარიელ გ, 1980 წელს დაბადებული ზურაბ ქ, 1975 წელს დაბადებული მამუკა ჩ, 1976 წელს დაბადებული გიორგი ჩ, 1984 წელს დაბადებული ირაკლი მ, 1979 წელს დაბადებული ბესარიონ ბ, 1990 წელს დაბადებული დავით ხ, 1976 წელს დაბადებული გიორგი ხ, 1993 წელს დაბადებული ბაჩუკი ხ, 1980 წელს დაბადებული გიორგი ხ, 1991 წელს დაბადებული თენგიზ ქ, 1985 წელს დაბადებული გიორგი ქ, 1980 წელს დაბადებული ზურაბ ნ. და 1983 წელს დაბადებული თეიმურაზ წ. დააკავეს, ხოლო 4 პირი: 1985 წელს დაბადებული შმაგი კ, 1988 წ.დ. მალხაზ კ, 1987 წელს დაბადებული ზაურ ყ, და 1969 წელს დაბადებული ვალერიანე თ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

 

 


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ აწყურში ხაშური-ახალციხის სარკინიგზო ლიანდაგის მე-60-ე კილომეტრზე და ბორჯომში, მესხეთის ქუჩის მიმდებარედ გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის ვაკისიდან სილიკომანგანუმის თანმდევი წიდა - ე.წ. „შავი მიწა“ უკანონოდ მოიპოვეს, რითაც რკინიგზის ვაკისი დააზიანეს. სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა 10 960 ლარი და 19 თეთრი შეადგინა. სამართალდამცველებმა უკანონოდ მოპოვებული ე.წ. „შავი მიწა“ და ასევე დანაშაულის ჩადენის ხელსაწყო-ინსტრუმენტები შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

 


გამოძიება მიმდინარეობს სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).