"ყველაზე სამწუხარო და ტრაგიკული ის არის, რომ არ დაუჭირეს მხარი ავანტიურისტი სააკაშვილისა და ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტის წინააღმდეგ, პირიქით, სულ ია-ვარდები უფინეს არამზადებს." - წერს სოციალურ ქსელში მოკლული გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე. 

 

 

 

მისი განცხადებით, უამრავი გამოჩენილი ადამიანის შესახებ გურამ შარაძის აექივში ბევრი ინფორმაცია ინახება, თუმცა მათი გასაჯაროებისგან თავს იკავებს, რადგან არ სურს ეს ადამიანები უხერხულობაში აღმოჩნდნენ. 

 

 

"მართლაც, რომ გენიალურია ელდარ შენგელაია! რამდენჯერ უნდა ვუყურო მის ფილმებს, რომ აღტაცებაში არ მომიყვანოს, ასჯერ? ათასჯერ? მილიონჯერ?

 

 


მომავალი თაობები, ალბათ, გაოცდებიან, როდესაც გაიგებენ, რომ ერთ ეპოქაში მცხოვრები დიდი მოღვაწეები, ზოგჯერ, ერთმანეთს პირადად არც იცნობდნენ, ან კიდევ უარესი - სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდათ გამოცხადებული...

 

 


გეხსომებათ, პარლამენტში, ბატონი ელდარ შენგელაია კრივის ხელთათმანებით როგორ „ბოქსაობდა“ ვითომ მამაჩემის წინააღმდეგ. ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანიც, იმავე პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ჩემს თვალწინ, ფიზიკურად იწევდა (ასი კაცი რომ აკავებს და გამიშვითო, რომ ყვირის :)))) რად გინდა მამის სახელი და ეროვნება დაბადების მოწმობაშიო?!

 

 


დღეს არ მინდა უხერხულობაში ჩავაგდო სხვა უამრავი გამოჩენილი ადამიანი, თუმცა, მამაჩემის არქივში ბევრი რამ ინახება.

 

 


ამას ნიშნისმოგებით არ ვამბობ, მართლა გული მტკივა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ყველაფერს მთელი არსებით განვიცდიდი და რაც მთავარია - სხვასთან ერთად, ამასაც გადაყვა ქვეყანა.

 

 


ეს ძვირფასი და ბევრ შემთხვევაში, გენიალური ადამიანები აიყოლიეს მაშინ სააკაშვილმა და მისმა პატრონებმა. თუმცა, ჩემი აზრით, მთავარი, მაინც ის იყო, რომ მათ უმრავლესობას არ სურდა გურამ შარაძის პირით გაჟღერებული არცერთი საკითხი, თუნდაც, ყოფილიყო ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, რადგან პიროვნულად არ უყვარდათ მამაჩემი და მის გვერდით არ დადგნენ არც ე.წ. თურქი მეხების, არც ეროვნების რეკვიზიტის, არც ქართული ენის შესახებ კანონის, არც უნივერსიტეტის, არც მეცნიერებათა აკადემიის, არც საგანძურის და არც არც არც!!! რამდენი ერთი ჩამოვთვალო...

 

 


ყველაზე სამწუხარო და ტრაგიკული ის არის, რომ არ დაუჭირეს მხარი ავანტიურისტი სააკაშვილისა და ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტის წინააღმდეგ, პირიქით, სულ ია-ვარდები უფინეს არამზადებს.
ამ არსიყვარულის მიზეზის ძიება შორს წაგვიყვანს. ვიმეორებ, გულისტკივილი მალაპარაკებს, მითუმეტეს, რომ დღეს, ბევრმა მოინანია და პიროვნულად შემაყვარა თავი. ვერ ვინელებ ერთადერთს - რა იქნებოდა, ყველა რომ გაერთიანებულიყო იდეის გარშემო, რომელსაც, თავის მხრივ, სიცოცხლე შეალიეს, ვიღაცამ კინოთი, ვიღაცამ კალმით, ვიღაცამ პოლიტიკური ბრძოლით და ა. შ..." - წერს რუსუდან ძარაძე.