ზუგდიდში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის მერიის ა.ა.ი.პ. ,,კეთილმოწყობის ცენტრის'' თანამშრომელი  დააკავეს.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით) მიმდინარეობს.

როგორც ცნობილი გახდა, დაკავებულს ნარკოტიკული ნივთიერება თან ჰქონდა.

 

უწყების ინფორმაციით, გიორგი ცხონდია დაკავების მომენტში ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.