სოფელ ურაველში 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

შემთხვევა 23 ნოემბერს მოხდა. გარდაცვლილი სახლთან ახლოს შვილმა იპოვა.  სუიციდის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია.

გარდაცვლილს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.

 

შსს–ს ინფორმაციით,  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.