ხაშურში მომხდარი სუიციდის ფაქტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი. როგორც 20 წლის ავთო დურგლიშვილის მეზობელი ამბობს, ახალგაზრდამ თვითმკვლელობა მას შემდეგ გაადაწყვიტა, რაც მისმა შეყვარებულმა მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობა, რომ "თუ თბილისში ბინას არ შეიძენდა ცოლად არ გაჰყვებოდა".

 

"ავთოს ბავშვობიდან ვიცნობ, სრულიად შემძრა მომხდარმა, ყველამ იცოდა რომ მას 2 წლით დიდი შეყვარებული ყავდა, ისიც ხაშურელი გოგოა, ცოტა არეული ოჯახი აქვს, თუმცა რადგან ავთოს ძალიან უყვარდა ამაზე ყურადღებას არავინ ამახვილებდა. როგორც სამძიმარზე მისულებს გარდაცვლილის ბებია უყვებოდა, ავთო ბოლო დროს დადარდიანებული იყო, საკუთარ თავში ჩაიკეტაო. ათი დღის წინ ბებია და შვილიშვილი ერთ ოთახში ყოფილან, როცა ტელეფონზე SMS-ი მიუღია, ბებიის ინფორმაციით, იმ გოგოს ავთოსთვის ულტიმატუმი წაუყენებია, თბილისში ბინა იყიდე, მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოგყვები ცოლადო. ბიჭი გაღიზიანებულა, მეორე სართულზე ასულა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, რაც მისგან ხმა არ ისმოდა ბებიამ ააკითხა და შემზარავ სურათს წააწყდა, ავთოს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ჰქონდა“,- აღნიშნა გარდაცვლილის მეგობარმა "ნიუპოსტთან" საუბარში.

 

მისი თქმით, ავთო ბებიასთან ერთად იზრდებოდა, მშობლები მაშინ გაშორდნენ, როცა ის ძალიან პატარა იყო. მამას მეორე ოჯახი ჰყავს და შვილთან არ კონტაქტობდა, დედა კი წლებია თურქეთში მუშაობს.

 

„ძალიან რთული ბავშვობა გამოიარა, დედ-მამა გაშორებული არიან, მამას ცალკე ოჯახი ჰყავს, დედა თურქეთში მუშაობს, შვილის გარდაცვალების შესახებ მან საქართველოში გაიგო, რადგან მოტყუებით ჩამოიყვანეს, უთხრეს, რომ ავთო ავარიაში მოჰყვა და მძიმე მდგომარეობაში იყო. მამას რაც შეეხება, სანამ მე სამძიმრებზე დავდიოდი, ის კაცი იქ არ დამინახია, თუმცა დაზუსტებით ვერ ვიტყვი რომ შვილის გასვენებაში არ ჩამოსულა“, - აღნიშნა რესპოდენტმა.

 

დურგლიშვილის მეზობლის ინფორმაციით, გარდავლილს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა.

 

„ავთოს წესი ტაძარში აუგეს, ამბობენ, რომ მამაომ ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც შეიტყო, რომ მას (გარდაცვლილს) ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. აქვე გეტყვით, რომ მისი ფსიქიკური პრობლემა მკვეთრად გამოხატული არ იყო, უცნაურად კი იქცეოდა თუმცა არავის ერჩოდა. ე.წ ქუჩის ბიჭი არ იყო, იშვიათად თუ დაინახავდი ბირჟაზე, ხშირად ვხვდებოდით ტაძარში, ძალიან მორიდებული და მშვიდი მახსოვს. როგორც ახლობლები ამბობენ, ბიჭს სწავლის გაგრძელება დედაქალაქში ნამდვილად უნდოდა, თუმცა ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლო და ამას ძალიან განიცდიდა“,- ამბობს რესპონდენტი.

 

ტრაგედია ხაშურში, 10 დღის წინ მოხდა. ავთო დურგლიშვილმა შეყვარებულისგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინების წაკითხვის შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ფლობს შს სამინისტროც.

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.