ვაზისუბანში მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა. ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.