ბათუმი ქობულეთის შემოვლითი გზის ჩაისუბნის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები უბედური შემთხვევის გამო შეჩერებულია. ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა. 37 წლის მამაკაცი, რომელიც ხიდის მშენებლობაზე მუშაობდა, 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცლვალა.

 

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.