თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, თურქმა სამართალდამცავებმა 17 დეკემბერს სტამბულის აეროპორტში 2 საეჭვო პიროვნება დააკავეს, რომელთაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გაცემული 148 პასპორტი აღმოაჩნდათ…


გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 2 პიროვნებას, რომელთაგან ერთი თურქული წარმოშობის ბელგიის მოქალაქეა, ხოლო მეორე – სირიის მოქალაქე, პიცის საცხობ ღუმელში დამალული 148 ცალი შეუვსებელი, ორიგინალი პასპორტი გადაჰქონდათ, რომლებიც პოლონეთის, პორტუგალიის, დანიისა და კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყნის მოქალაქეთათვის იყო დაბეჭდილი… ამავე დროს, დაკავებულებს, დიდი რაოდენობით მეხსიერების ბარათების და სატელეფონო სიმ-ბარათებიც აღმოაჩნდათ.

 

აღსანიშნავია, რომ დაკავებული ბელგიელი მოქალაქე, თურქ სამართალდამცავებს ტერორისტული ორგანიზაცია ქურთების მუშათა პარტია PKK-სთან თანამშრომლობაში ეჭვის გამო ჰყავდათ დაკავებული, თუმცა აღმოჩნდა, რომ ორივე მათგანი სირიაში რამდენჯერმე იყო ნამყოფი, რის გამოც თურქი სამართალდამცავები დარწმუნებულები არიან, რომ ამოღებული პასპორტები ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოსთვის,, იყო განკუთვნილი.