ხანძრის შედეგად ქედაში, ზედა ზენდიდში ნიჟარაძეების საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიწვა.


განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ზამთრისთვის მომარაგებული საკვები. დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ.

 

როგორც "პირWელს" ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხზე კომისია იმსჯელებს, თუმცა, მანამდე ზარალის ოდენობა უნდა დაზუსტდეს.

 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ ელექტროგადამცემი გახდა.