გურჯაანის მუნიციპალიტეტში, „ბარჯისხევის“ ტერიტორიაზე, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლი კი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა.

 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი.