უბედური შემთხვევა გუდაურში.

 

 

„ინფო 9“-ს  ინფორმაციით, თოვლზე სრიალის დროს, 14 წლის გოგონა გარდაიცვალა და 19 წლის ბიჭი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით, საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

 

 

 

მძიმედ დაშავებული გოგონას თბილისში გადმოსაყვანად გუდაურში ვერტმფრენი გაფრინდა, თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.