გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.


თიანეთის რაიონის სოფელ არტანის ხეობაში და დუშეთის რაიონში სამართალდამრღვევებს ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ წიფლის და რცხილის სახეობის საშეშე მერქანი. აღნიშულთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი ოქმები.