თბილისში ახალი პროექტების განხორციელებასა და დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

 


პრემიერმა თბილისის მერიის წარმომადგენლების მხრიდან მოისმინა ინფორმაცია ქალაქში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ.

 

 


საუბარია დედაქალაქში სრულიად ახალი პროექტის დაწყებაზე, რომელიც ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობაზე, ტურიზმის განვითარებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებაზე იქნება ორიენტირებული.
პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერს პროექტების განხორციელების ტემპებისა და ეფექტიანობის კონტროლის გამკაცრების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.